საწრეო
საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში წრის დასახელება: „ჩვენ ვკითხულობთ ყველაზე მეტს“ წრის ხელმძღვანელი: თამარ ზაზუნაშვილი 2019-20120 სასწავლო წელს მე-5 კლასის ბაზაზე, I სემესტრის განმავლობაში ჩატარდება საწრეო მუშაობები, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა. საწრეო მუშაობაში საკუთარი სურვილის მიხედვით ჩაერთვებიან მე-5 1 კლასის მოსწავლეები. საწრეო მუშაობის მიზანი: ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები: Ø განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები ( მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა); Ø გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; Ø განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი; Ø ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; Ø შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერები...