Posts

საწრეო

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში წრის დასახელება: „ჩვენ ვკითხულობთ ყველაზე მეტს“ წრის ხელმძღვანელი:   თამარ ზაზუნაშვილი 2019-20120 სასწავლო წელს მე-5 კლასის ბაზაზე, I   სემესტრის განმავლობაში ჩატარდება საწრეო მუშაობები, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა. საწრეო მუშაობაში საკუთარი სურვილის მიხედვით ჩაერთვებიან მე-5 1 კლასის მოსწავლეები. საწრეო მუშაობის მიზანი:   ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები: Ø   განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები ( მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა); Ø   გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; Ø   განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი; Ø   ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი; Ø   შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერები...